spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციამ საერთო ძალისხმევით უნდა გაიმარჯვოს და ამისთვის შევქმენით ერთიანობა

შეიძლება სხვა ოპოზიციურ ძალებს ხანდახან გამოსჭვიოდეთ ხოლმე მთავარი ოპოზიციური მოთამაშის როლის დამკვიდრების სურვილი,  თუმცა ჩვენ ეს სურვილი ნამდვილად არ გვაქვს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, კოალიციური მთავრობა შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში. 

 

“შეიძლება სხვა ოპოზიციურ ძალებს ხანდახან გამოსჭვიოდეთ ხოლმე მთავარი ოპოზიციური მოთამაშის როლის დამკვიდრების სურვილი, თუმცა ჩვენ ეს სურვილი ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციამ საერთო ძალისხმევით უნდა გაიმარჯვოს და ამისთვის შევქმენით ერთიანობა. მე არც ვფიქრობ იმ მოცემულობაზე, სადაც კოალიციური ხელისუფლება არ იქნება პროდასავლური. მე დიდი ხნის მანძილზე ვამბობდი, რომ მნიშვნელოვანია კოალიციური მთავრობა და ვფიქრობ, რომ საზოგადოების მხრიდანაც. ეს მოთხოვნა არსებობს. სწორედ კოალიციური ხელისუფლება იქნება ის, ვინც ჩემს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში.

 

მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ყველას გაცნობიერებული აქვს გამარჯვების მნიშვნელობა, ის თუ რა დევს სასწორზე და რომ ამისთვის ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები