spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ჩვენი ვალია, ერთიანობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა

16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენი ვალია, ერთიანობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა,  – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე.

ჩვენი ვალია, უკვდავყოთ მათი ხსოვნა და ჩვენი ერთიანობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას მათ საკუთარი სიცოცხლე შესწირეს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი. ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები