მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლებაში მოსვლას კოალიციური ძალების, რომელიც ჩვენს ქვეყანას, აუცილებლად, უმოკლეს ვადებში შეიყვანენ ევროკავშირში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საარჩევნო ბიულეტენი არის ყველაზე ძლიერი და ძვირფასი იარაღი თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის.
“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლებაში მოსვლას კოალიციური ძალების, რომელიც ჩვენს ქვეყანას, აუცილებლად, უმოკლეს ვადებში შეიყვანენ ევროკავშირში და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ევროპული კეთილდღეობა. ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია საქართველოში, დღეს საარჩევნო ბიულეტენი არის ყველაზე ძლიერი და ძვირფასი იარაღი თითოეული საქართველოს მოქალაქის ხელში, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადასარჩენად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.