არ არის გასაკვირი, რომ რუსული სპეცოპერაციის ჩამტარებელი ხელისუფლება ივანიშვილის სახით, მასპინძლობდა ე.წ. ვაგნერის ჯგუფის წევრს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოში რუსული სპეცსამსახურების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
“არ არის გასაკვირი, რომ რუსული სპეცოპერაციის ჩამტარებელი ხელისუფლება ივანიშვილის სახით, მასპინძლობდა, ე.წ. ვაგნერის ჯგუფის წევრს. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსული სპეცსამსახურების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში. მიუხედავად ამისა, გაიმარჯვა ჩვენი ქვეყნის ევროპულმა მომავალმა და ეს გამარჯვება საერთო ძალისხმევით, დაუღალავი ბრძოლით და მათ შორის, საპროტესტო აქციებით უნდა დავიბრუნოთ. მე მჯერა ეს ასეც იქნება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების დღეს თბილისში რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი ალექსანდერ მალკევიჩი იმყოფებოდა, რომელიც ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ არის. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ს ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მასზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს.