“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრება.
“დღეს და ხვალ ვენაში ჩატარდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელი სხდომა წლიური სესიისთვის, რომელიც ტარდება ივნისში. ასამბლეაზე შედგება საგანგებო დებატები საქართველოზე გამომდინარე იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა ქვეყანა შეიყვანა მიტაცებული არჩევნების და შემდგომი რეპრესიების შედეგად. დღის წესრიგში დადგება სწორედ ის მოთხოვნები, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო თანამეგობრობას და ქართველ ხალხს, ეს არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატში ასევე მონაწილეობს ამერიკული დელეგაცია, რომელთანაც ასევე იგეგმება ჩვენი მხრიდან ორმხრივი შეხვედრები იმისთვის, რომ განვიხილოთ ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.