spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თინა ბოკუჩავა – ძალაში რჩება ორი მოთხოვნა, ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის მორიგი გამარჯვება

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე მიიღო რეზოლუცია და ძალაში რჩება ორი მოთხოვნა – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის მორიგი გამარჯვება”, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს მიიღო რეზოლუცია, საქართველოზე საგანგებო დებატების შედეგად და ძალაში დარჩა ის ორი ფუნდამენტური პირობა – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რომლის შესრულების გარეშეც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს არ მოუშვებენ ამ ასამბლეაში წულუკიანის ხელმძღვანელობით და ნებისმიერი სხვა რეჟიმის წევრის მონაწილეობით. ასე რომ, დღევანდელი რეზოლუცია არის მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის და თითოეული მოქალაქისათვის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები