spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ ქართველი ხალხის სწრაფვას, აღვადგინოთ ურთიერთობები აშშ-თან

ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს საქართველოდან სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ ქართველი ხალხის სწრაფვას, აღვადგინოთ ურთიერთობები აშშ-თან, დავიბრუნოთ ჩვენი ევროატლანტიკური პერსპექტივა და ამის შესაძლებლობა გვაქვს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და “ერთიანობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ამერიკაში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთიანობით დაბრუნდება  ევროატლანტიკური არჩევანი  და აღდგება  ურთიერთობები აშშ-თან.

“სულ ცოტა ხნის წინ, ვიცე – პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიიღო საპრეზიდენტო ნომინაცია დემოკრატიული პარტიისგან, ის იქნება დემოკრატიული პარტიის ოფიციალური კანდიდატი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე მას რამდენიმე თვის წინ შევხვდი ვაშინგტონში, ვესაუბრე საქართველოზე და ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს საქართველოდან სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ ქართველი ხალხის სწრაფვას, აღვადგინოთ ურთიერთობები აშშ-თან, დავიბრუნოთ ჩვენი ევროატლანტიკური პერსპექტივა და ამის შესაძლებლობა გვაქვს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც დარწმუნებული ვარ გვექნება ძალიან ამაღლებული განწყობა, რადგან მოვიტანთ გამარჯვებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერთიანობით დავიბრუნებთ ევროატლანტიკურ არჩევანს და აღვადგენთ ურთიერთობებს საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან” , – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა “ერთიანობის” ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები