ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი აქტიურობა, ადამიანების პროტესტი იმისთვის, რომ ახლანდელი ვითარება, სადაც ამ არჩევნებს არ აქვს საერთაშორისო აღიარება, შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი ცდილობს ქვეყანა მოაქციოს ტოტალურ საერთაშორისო იზოლაციაში, რაც გამოიწვევს არამხოლოდ პოლიტიკურ იზოლაციას, არამედ ეკონომიკურ იზოლაციას.
“ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი აქტიურობა, ადამიანების პროტესტი იმისთვის, რომ ახლანდელი ვითარება, სადაც ამ არჩევნებს არ აქვს საერთაშორისო აღიარება, შევინარჩუნოთ, რადგან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი ცდილობს ქვეყანა მოაქციოს ტოტალურ საერთაშორისო იზოლაციაში, რაც გამოიწვევს არამხოლოდ პოლიტიკურ იზოლაციას, არამედ ეკონომიკურ იზოლაციას, სადაც საფრთხე შეექმნება, არამხოლოდ უვიზო მიმოსვლას, არამედ გზავნილებს საზღვარგარეთიდან, რაზეც დგას ქართული ეკონომიკა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თბილისში, მეტროსადგურებიდან – “სახელმწიფო უნივერსიტეტი” და “მარჯანიშვილი” ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია-მსვლელობა იწყება.