spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ერთადერთი შანსი, რომ საქართველომ არ დაკარგოს, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, არის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება

ახლა ერთადერთი შანსი, რომ საქართველომ არ დაკარგოს, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, არის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი დაბრკოლება არის ივანიშვილის ანტიევროპული ხელისუფლება.

“ევროპარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი დაბრკოლება არის ივანიშვილის ანტიევროპული ხელისუფლება, რომელიც გვართმევს ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზების შანსს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ შანსს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე აუცილებლად გამოიყენებს.

ევროკავშირის მხრიდან არაერთი განცხადება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ახლა ერთადერთი შანსი, რომ საქართველომ არ დაკარგოს, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, არის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე”, – განაცხადა  თინა ბოკუჩავამ.

17-18 ოქტომბერს საქართველოში მიმდინარე პროცესებს ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები