spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ უერთდება “ევროპული საქართველო”

პლატფორმას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა, – ამის შესახებ დღევანდელ ყრილობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, გაერთიანების მთავარი მოტივატორი მიხეილ სააკაშვილი იყო.

“ჩვენ კიდევ უფრო ვძლიერდებით, რადგან „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ უერთდება კიდევ ერთი პროდასავლური, ევროპული სახალხო პარტიის წევრი პარტია, ეს არის “ევროპული საქართველო“ და მისი ლიდერი გიგი წერეთელი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მაღალი არჩევითი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და წარმოადგენდა საქართველოს.

ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ რუსული კანონის რეინიცირებამდე საუბრობდა ერთიანობის მნიშვნელობაზე, ახლა მისი მუდმივი მოწოდებებით ერთიანობისკენ, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს, რომ ის იყო, არის და იქნება მთავარი გამაერთიანებელი ჩვენს ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება მთავარი ფლაგმანი ამ ერთიანობის და ამ გამარჯვების.

გპირდებით, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და უმოკლეს ვადაში ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც აღვნიშნე იყო მთავარი მოტივატორი ჩვენი გამსხვილების, ჩვენი გაერთიანების. მჯერა, დღევანდელი გამსხვილებით ის იქნება ძალიან ბედნიერი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები