spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თინა ბოკუჩავა – ეს არის გზავნილი ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის

ყველა ეს ე.წ. განაჩენი არის პუტინის საამებლად. ეს არის მათ შორის გზავნილი ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის, მაგრამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა არ ეშინოდა და არ ეშინია პრეზიდენტ სააკაშვილს. აუცილებლად დასრულდება ეს უსამართლობა და პრეზიდენტი სააკაშვილი გააგრძელებს ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის აღმშენებლობისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისთვის, იმისთვის, რომ მან არ ჩააბარა ჩვენი ქვეყანა რუსეთს და ოკუპანტს. ყველა ეს ე.წ. განაჩენი არის პუტინის განაჩენი და პუტინის მაამებლად ივანიშვილის რუსული რეჟიმის. ეს არის მათ შორის გზავნილი ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის, რომ თქვენი ბრძოლა ისჯება და დაისჯება. ეს არის გზავნილი ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის მათ დასაშინებლად, მაგრამ ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლის არ ეშინოდა და არ ეშინია პრეზიდენტ სააკაშვილს და არც იმ ათობით პოლიტპატიმარს, რომელთა სასამართლოები პარალელურად მიმდინარეობდა ხოლმე. აუცილებლად დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი, აუცილებლად დასრულდება ეს უსამართლობა და პრეზიდენტი სააკაშვილი გააგრძელებს ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 4,5 წელი მიუსაჯა. მას ასევე დაუმატა 12 მარტის განაჩენი  ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები