spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი არჩევნების დელეგიტიმაციის

დაახლოებით ერთ საათში, სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, საქართველოზე, რომელიც ბუნებრივია, შეეხება 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიზანი არის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, არჩევნების შედეგების არაღიარების, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას.

“დაახლოებით ერთ საათში, სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, საქართველოზე, რომელიც, ბუნებრივია, შეეხება 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს. ამ რეზოლუციაზე ჯერ კიდევ, გასულ კვირას ვმუშაობდი ბრიუსელში, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მიზანი არის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, არჩევნების შედეგების არაღიარების, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი არჩევნების დელეგიტიმაციის, შესაბამისად, ამ თვითმარქვია პარლამენტის და მის მიერ ფორმირებული მთავრობის დელეგიტიმაციის, რაც არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის, რომელსაც ჩაატარებს პროფესიონალი საარჩევნო ადმინისტრაცია და რომელიც ასახავს ქართველი ხალხის შესაბამის ნებას და მოგვცემს საშუალებას დავიბრუნოთ ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციონერი ლიდერები სტრასბურგში, ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს მართავენ. განხილვის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები