spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ამორალური რამ, რომ ახლა უკვე ცდილობენ, ბავშვებიც საარჩევნო ინსტრუმენტებად გადააქციონ

ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ამორალური რამ, რომ სკოლებში არა მხოლოდ მასწავლებლებს ატერორებენ და აშანტაჟებენ საარჩევნო ინსტრუმენტებად მათი გამოყენების მიზნით, არამედ ახლა უკვე ცდილობენ, რომ ბავშვებიც საარჩევნო ინსტრუმენტებად გადააქციონ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლებში არა მხოლოდ მასწავლებლებს ატერორებენ და აშანტაჟებენ საარჩევნო ინსტრუმენტებად მათი გამოყენების მიზნით, არამედ ახლა უკვე ცდილობენ, რომ ბავშვებიც საარჩევნო ინსტრუმენტებად გადააქციონ.

“ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ამორალური რამ, რომ სკოლებში  არა მხოლოდ მასწავლებლებს ატერორებენ და აშანტაჟებენ საარჩევნო ინსტრუმენტებად მათი გამოყენების მიზნით, არამედ ახლა უკვე ცდილობენ, რომ ბავშვებიც საარჩევნო ინსტრუმენტებად გადააქციონ. ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება, რომელიც შეიძლება რომელიმე ხელისუფლებამ გააკეთოს ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე სწორედ იმავე ბავშვების მშობლებისგან, უფროსი დების თუ ძმებისგან, მეგობრებისგან „ქართული ოცნება“ ძალიან მწვავე პასუხს მიიღებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს არა საზოგადოების გაყოფაზე, სიძულვილის ენაზე, ბავშვების ინსტრუმენტალიზაციაზე, არამედ იმაზე, რომ ბავშვებს საჯარო სკოლებში აღარ შიოდეთ, იმაზე რომ ხელისუფლება ემსახურებოდეს ბავშვების და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და არა მხოლოდ და მხოლოდ ჯიბის და ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, სკოლებში ბავშვებს მშობლების პირად ნომერს სთხოვენ, რაც მისი თქმით, კანონდარღვევაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები