spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ეს დაცინვაა ქართველი ხალხის, შეურაცხყოფა და ღირსების შელახვაა

ძალიან მიჭირს, რომ სიტყვებს თავი მოვუყარო, რომ შევაფასო ეს წარმოუდგენელი გადაწყვეტილება,  რუსული სპეცოპერაციის ახალი ფაზა, რუსული მმართველობისთვის დამახასიათებელი ცინიზმი, რომ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წლის შემდეგ,  საქართველოს მიხეილ ყაველაშვილი ეყოლება პრეზიდენტად, წარმოუდგენელია ეს ცინიზმი, ეს თავხედობაა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყაველაშვილს არ აქვს ფორმალური განათლება მიღებული და ამას ასახავს პარლამენტის ვებგვერდი, სადაც არ აქვს არანაირი განათლება მითითებული და ამის გრაფა ცარიელია, როგორც მისი თავი და ღირსება.

“ძალიან მიჭირს, რომ სიტყვებს თავი მოვუყარო, რომ შევაფასო ეს წარმოუდგენელი გადაწყვეტილება, რუსული სპეცოპერაციის ახალი ფაზა, რუსული მმართველობისთვის დამახასიათებელი ცინიზმი, რომ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წლის შემდეგ, საქართველოს მიხეილ ყაველაშვილი ეყოლება პრეზიდენტად, წარმოუდგენელია ეს ცინიზმი, ეს თავხედობაა. ეს დაცინვაა ქართველი ხალხის, შეურაცხყოფა და ღირსების შელახვაა. ეს ადამიანი არცერთ მუშა, საკანონმდებლო პროცესში არასოდეს ჩართული არ ყოფილა, არც მახსოვს, რომ მას რაიმე შინაარსიანი ეთქვა პარლამენტში. სულ რამდენჯერმე აქვს გამოყენებული სიტყვის სარგებლობის უფლება და უწმაწური სიტყვებით, გინებით გვამახსოვრებდა ხოლმე თავს, ისევე როგორც ფიზიკურ დაპირისპირებებში თავის გამოჩენით. აი ეს იყო რეალურად მისი მოქმედების და შესაძლებლობების ამპლიტუდა. ყაველაშვილს არ აქვს ფორმალური განათლება მიღებული და ამას ასახავს პარლამენტის ვებგვერდი, სადაც არ აქვს არანაირი განათლება მითითებული და ამის გრაფა ცარიელია, როგორც მისი თავი და ღირსება. დღეს ვართ მოცემულობაში, როდესაც ივანიშვილი გვეუბნება, რომ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც მე მივიღებ და თქვენც უნდა შეეგუოთ ამას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები