spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ეს ნამდვილად იყო იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ

ეს ნამდვილად იყო იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის ნების  წინააღმდეგ – აცხადებს “ნაციონალურუი მოძრაობის” დეპუტატი თინა ბოკუჩავა თვითმმარრთველობის მეორე ტურის შედეგების შეფასებისას. 

 

მისივე თქმით, მიუხედავად გაყალბებისა, ხელისუფლებამ დიდი უპირატესობით მაინც  ვერ გაიმარჯვა.

 

“ეს ნამდვილად იყო იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის ნების  წინააღმდეგ, ამას ვერ დავარქმევთ არჩევნებს, მიუხედავად გაყალბების ყველა ინსტრუმენტის გამოყენებისა, “ქართულმა ოცნებამ” ერთ-ორ პროცენტზე მეტი მარჟით საქართველოს მასშტაბით, პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში ვერ შეძლო საკუთარი გუნდის სასარგებლოდ შედეგების გადაწერა”- განაცხადა ბოკუჩავამ. 

 

რაც შეეხება მოქმედების სტრატეგიას, ბოკუჩავას თქმით, ოპოზიცია ერთიანი იქნება ამ სტრატეგიის დაგეგმვისას. 

 

“სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავივლით კონსულტაციებს, შევთანხმდებით, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, ისეთივე ერთიანი იყოს ოპოზიცია მომავალ ნაბიჯებში, როგორიც იყო აქამდე”, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები