spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებმა დააფიქსირეს, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი

ევროპარლამენტარებმა დააფიქსირეს, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, რომ ის არ ისახავს ქართველო ხალხის თავისუფალ ნებას და შესაბამისად, ამ არჩევნებს არ ექნება ლეგიტიმაცია. მათ ასევე მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება და საუბარი იყო ინდივიდუალური სანქციებზე ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო ძალიან მწვავე დებატები, რომელიც ახლა გაგრძელდება უშუალოდ გაფართოების ანგარიშის განხილვით, სადაც ასევე საუბარი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.

“ამ წუთებში მიმდინარეობს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც შედგა დებატები საქართველოს საკითხებზე, სადაც ევროპარლამენტარებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, რომ ის არ ისახავს ქართველო ხალხის თავისუფალ ნებას და შესაბამისად, ამ არჩევნებს არ ექნება ლეგიტიმაცია, მათ ასევე მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება, საუბარი იყო ინდივიდუალური სანქციებზე ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ართმევს ევროპულ პერსპექტივას. ეს იყო ძალიან მწვავე დებატები, რომელიც ახლა გაგრძელდება უშუალოდ გაფართოების ანგარიშის განხილვით, სადაც ასევე საუბარი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე“,  – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები