spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ევროპული მომავლის გადასარჩენად მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო, გადავდივართ შემდგომ ნაბიჯებზე

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და ცვლილებისთანავე უმოკლეს ვადებში ევროკავშირისგან ჩვენ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

“ჩვენი ევროპული მომავლის გადასარჩენად მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო. გადავდივართ შემდგომ ნაბიჯებზე – რა უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა, როგორ უნდა დავიცვათ არჩევნები. ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ჩვენ დავიბრუნებთ არა მხოლოდ იმ 30 მილიონ ევროს, რომელიც ევროკავშირმა აღარ მისცა ჩვენს ქვეყანას, არამედ ჩვენს ურთიერთობას გადავიყვანთ ახალ ეტაპზე.

 

ამასთანავე, MEGOBARI აქტი საქართველოს სთავაზობს უამრავ სიკეთეს. გვთავაზობს უვიზო მიმოსვლას აშშ-ში და არა ჩინეთში, როგორც ეს ივანიშვილის ხელისუფლებამ გააკეთა. გვთავაზობს გაღრმავებულ ეკონომიკურ ურთიერთობასაც, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა ვერ სარგებლობს ამ შემოთავაზებებით. 

 

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და ცვლილებისთანავე უმოკლეს ვადებში ევროკავშირისგან ჩვენ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები