spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – გახარიას გუნდს მოვუწოდებ, თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს

გახარიას გუნდს მოვუწოდებ, თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს, რაც სრულიად უსაფუძვლოა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

“დიპლომატიური ვიქნები ბინძური პროპაგანდის კომენტირებისას. ოპოზიციაში ურთიერთდაპირისპირება პროდუქტიული არ არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ვინც ოპოზიციაში საკუთარ თავს პროევროპულად მიიჩნევს, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე არ ისმოდეს კაკაფონია და ურთიერთთავდასხმა, არამედ ერთიანი ფრონტის შთაბეჭდილება უნდა რჩებოდეთ ევროპელ პარტნიორებს და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს.

 

ჩემი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, დიპლომატიური ვიქნები და გახარიას გუნდს მოვუწოდებ, თავი დაანებონ ამგვარ ბინძურ სპეკულაციებს, რას სრულიად უსაფუძვლოა. იმისათვის, რომ ასეთი სპეკულაციები არ იყოს, ჩვენ საერთოდ ვტოვებთ დარბაზს. სხვა ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, იგივე გააკეთონ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

დღეს პარტია “საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადონ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები