spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს კანონი არ მიიღონ

ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და გასაგებია რატომ ეშინიათ, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

მისი თქმით,  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი რუსულია და ოპოზიცია ამის მიღების უფლებას არ მისცემს ხელისუფლებას.

 

“სულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია და რაც შეეხება ჟურნალისტებს, როგორც იცით, არ დაუშვეს, რადგან ძალიან ეშინიათ. ბუნებრივია, ძალიან რთულია რუსული კანონის მიღება.

 

ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და გასაგებია რატომ ეშინიათ მათ შორის კამერების ყოფნა დარბაზში. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს კანონი არ მიიღონ, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები