გავლენიანმა სენატორმა რიშმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით, განაცხადა, რომ 26 ოქტომბერი არის რეალურად შანსი საქართველოსთვის, რომ აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და “ერთიანობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ საქართველოს არჩევნებს დიდ ყურადღებას აქცევს.
“ჩვენი ამერიკელი მეგობრები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით ძალიან დიდ ფოკუსირებას ახდენს არჩევნებზე, რომელიც თვე-ნახევარში ჩატარდება საქართველოში.
გავლენიანმა სენატორმა რიშმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით, განაცხადა, რომ 26 ოქტომბერი არის რეალურად შანსი საქართველოსთვის, რომ აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გუშინ აშშ-ის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა. საქართველოს მხრიდან მომხსენებელი ეკა გიგაური იყო.