spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – გთხოვთ გაზარდოთ მხარდაჭერა სადამკვირვებლო მისიისთვის არჩევნებზე, სადაც გადაწყდება ჩვენი ერის ბედი

საქართველოში რუსი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობაა დამყარებული. ის ბაძავს პუტინს. დაატყვევა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა. 

 

მან ქვეყანაში არსებული ვითარება ეუთოს წარმომადგენლებთან განიხილა და სთხოვათ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს მხარი დაუჭირონ.

 

“დღეს თქვენს წინაშე ვსაუბრობ ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენი კოლექტიური მოვალეობის გაცნობიერებით, რომ დავიცვათ საერთო ღირებულებები – დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. სწორედ ამ ღირებულებებს ემუქრება საფრთხე საქართველოში, სადაც რუსი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობაა დამყარებული. სახელმწიფო ინსტიტუტები და ეკონომიკა დაიმორჩილა და დაუქვემდებარა მმართველი ელიტის ინტერესებს, მზარდი კორუფციით და რუსეთზე გაზრდილი დამოკიდებულებით.

 

ის ბაძავს პუტინს – დაატყვევა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით და მის მიმართ ახორციელებს არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას.

 

ალექსეი ნავალნის მკვლელობამ, რომელიც პუტინმა პრეზიდენტ სააკაშვილს შეადარა, მართლაც შოკში ჩააგდო მსოფლიო, მაგრამ როგორც თავად ნავალნიმ გაგვაფრთხილა – ბოროტება იმარჯვებს მაშინ, როდესაც კარგი ადამიანები არაფერს აკეთებენ. მაშასადამე, ჩვენი მოვალეობაა ვიმოქმედოთ. თვალის დახუჭვის მაგივრად, უნდა დავუპირისპირდეთ ავტორიტარულ ტენდენციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებებს და ჩვენი რეგიონის მშვიდობას.

 

და ბოლოს, პატივცემულო ასამბლეის წევრებო, გთხოვთ გაზარდოთ მხარდაჭერა მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიისთვის, სადაც გადაწყდება ჩვენი ერის ბედი და ჩვენი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის კურსი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები