spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ის, რომ ეს დღეს გიორგი გახარიას შეეხო, არ ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკას არ ატარებდა ივანიშვილის რეჟიმი მრავალი წლის მანძილზე

ის, რომ ეს დღეს გიორგი გახარიას შეეხო, არ ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკას არ ატარებდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მრავალი წლის მანძილზე, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა კონსოლიდაციის დროა.

“ის, რომ ეს დღეს  გიორგი გახარიას შეეხო, არ ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკას არ ატარებდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მრავალი წლის მანძილზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ამგვარი ორმაგი სტანდარტი და ძალადობრივი მოქმედებები ხელისუფლების მხრიდან ტოტალური დაუსჯელობის სინდრომი დღეს შეეხო საზოგადოების ყველა წევრს “რუსული ოცნების” წევრების, მათი ბიუროკრატიის და თავად ამ მოძალადეების გარდა და ამიტომ, დღეს ნიშნის მოგებით საუბრის დრო ნამდვილად არ არის, არის სრული კონსოლიდაციის დრო”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“გახარია საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას და ელგუჯა ხოკრიშვილს აეროპორტში უცნობმა პირებმა კვერცხები ესროლეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები