spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილი აცნობიერებს ხელისუფლების დაკარგვის მოახლოებულ საფრთხეს

გუშინ საღამოს ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმა, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” შტაბებსა და აქტივისტებზე თავდასხმები, ისევე, როგორც გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის, “Atlantic Council“-ის 2 მკვლევრის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას ოჯახებში შევარდნა, არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ივანიშვილი აცნობიერებს ხელისუფლების დაკარგვის მოახლოებულ საფრთხეს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი იქცევა ისე, როგორც იქცევიან დიქტატორები, რომელთა დასასრულიც ახლოვდება.

“გუშინ საღამოს ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმა, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” შტაბებსა და აქტივისტებზე თავდასხმები, ისევე, როგორც გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის, „Atlantic Council“-ის 2 მკვლევრის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას ოჯახებში შევარდნა, არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ივანიშვილი აცნობიერებს ხელისუფლების დაკარგვის მოახლოებულ საფრთხეს. ეს ასევე არის ჩვენს სანდო პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის საბოლოო დაზიანება. ივანიშვილი იქცევა ისე, როგორც იქცევიან დიქტატორები, რომელთა დასასრულიც ახლოვდება. მოვუწოდებ საზოგადოებას მაქსიმალური სიმშვიდისკენ, ზუსტად 2 დღეში, ჩვენ მივალთ არჩევნებზე და ერთიანობით დავასრულებთ “ქართულ ოცნებას”. აღვადგენთ ურთიერთობას ჩვენს ძლიერსა და სანდო დასავლელ პარტნიორებთან და ქვეყანას სამშვიდობოს გავიყვანთ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები