spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ებრძვის იმ რეფორმებს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობამ მოიტანა

როდესაც პრეზიდენტს, რომლის მმართველობის დროს 10-ჯერ  და 12-ჯერ  გაიზარდა პენსიები, ბიუჯეტი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებელი და პიჯაკების გამო ასამართლებ, ეს ყველაზე ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ებრძვის იმ რეფორმებს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობამ მოიტანა, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და “ერთიანობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ ავირჩიოთ კეთილდღეობა ევროპაში.

“როდესაც პრეზიდენტს, რომლის მმართველობის დროს 10-ჯერ  და 12-ჯერ  გაიზარდა პენსიები, ბიუჯეტი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებელი და პიჯაკების გამო ასამართლებ, ეს ყველაზე ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი და “ქართული ოცნება”  ებრძვის იმ რეფორმებს, აღმშენებლობას, პროგრესს და ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობამ მოიტანა ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება შესაძლებლობა ჩვენ კიდევ ერთხელ ავირჩიო კეთილდღეობა ევროპაში და უარი ვუთხრათ პოლიტიკურ დევნას, შურისძიებას, დაპირისპირებას, ქაოსს და საერთაშორისო იზოლაციას, სიღატაკეს, რომელიც თან ახლავს ივანიშვილის 12 – წლიან მმართველობას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც ესწრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები