spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის დელეგაციის წევრების მიმართ ამოქმედდება სანქციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან

ივანიშვილის დელეგაციის წევრების მიმართ ამოქმედდება სანქციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, რომელიც მათ უკრძალავთ კომიტეტებში წევრობის ან მონაწილეობის უფლებას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო  ასამბლეამ პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელიც მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო, სადაც გრძელდება სასანქციო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ეროვნული სანქციების შემდეგ ახლა უკვე ამოქმედდება სანქციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, სადაც ივანიშვილის დელეგაციის წევრებს არ ექნებათ კომიტეტებში წევრობის ან მონაწილეობის უფლება და მათ მხოლოდ ფორმალურად უნარჩუნდებათ აპრილამდე უფლებამოსილება ერთადერთი მიზნით, რომ ქვეყანაში ჩაინიშნოს ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და წარმატება ქართული დემოკრატიისთვის, ივანიშვილის რეჟიმის საერთაშორისო არ აღიარებისთვის, სასანქციო პოლიტიკისთვის  და იმ საბოლოო მიზნისთვის, რომელიც დღეს აერთიანებს ქართულ საზოგადოებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლების, დამნაშავეების დასჯის და ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის სახით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები