spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება ვერ გადაწერს ვერც საქართველოს უახლეს ისტორიას და ვერ წაგვართმევს ვერც მომავალს

რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია და ნებისმიერი ალტერნატიული ნარატივის პროპაგანდირება არის საქართველოს ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობა და შედის მხოლოდ და მხოლოდ პუტინის ინტერესებში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და “ერთიანობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“ივანიშვილის პროპაგანდის ფონზე, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს უკავშირდება და სინამდვილეში არის მოღალატეობრივი მცდელობა, საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულოს, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის პრეზიდენტის წერილი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, სადაც ის მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მთელი მსოფლიო პუტინის რუსეთის და მისი ინტერესების გამტარი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გარდა, ერთმნიშვნელოვნად თანხმდება, მათ შორის ჰააგას საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი სამართლებრივი ტრიბუნალია, რომ ომი დაიწყო რუსეთმა.

რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია და ნებისმიერი ალტერნატიული ნარატივის პროპაგანდირება არის საქართველოს ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობა და შედის მხოლოდ და მხოლოდ პუტინის ინტერესებში.

პრეზიდენტი ბაიდენი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკიდურესად იმედგაცრუებულია ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან “რუსული კანონის” მიღებით, ისევე როგორც, ანტიდასავლური პროპაგანდის გამო, რომელსაც ტირაჟირებს ივანიშვილის ხელისუფლება იმ თავდასხმების გამო, რომელიც პრაქტიკულად, ყოველდღე გვესმის “ქართული ოცნების” მხრიდან დასავლეთის წინააღმდეგ.

ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება ვერ გადაწერს ვერც საქართველოს უახლეს ისტორიას რუსული ნარატივის განსამტკიცებლად და ვერ წაგვართმევს ვერც მომავალს “რუსული კანონის”  მიღებით, რომელიც ღრმად ვარ დარწმუნებული – ევროპული იქნება. ამის გარანტი არის ქართველი ხალხი, რომელიც მჯერა, 26 ოქტომბერს აირჩევს ევროპას და არა რუსეთს, კეთილდღეობას და არა ივანიშვილის მიერ მოტანილ სიღარიბეს, ერთიანობას და არა დანაწევრებას, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება 12 წელია, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ ცდილობს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები