spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად დავნერგავთ უფასო სასკოლო კვებას ყველა მოსწავლისთვის

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად დავნერგავთ უფასო სასკოლო კვებას ყველა მოსწავლისთვის იმისთვის, რომ არცერთ მოსწავლეს გაკვეთილის დროს აღარ შიოდეს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ხელისუფლების ცვლილებისთანავე, მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო სასკოლო კვების დანერგვაა.

”მაშინ, როდესაც სამწუხაროდ, მდგომარეობა საგანგაშოა, როდესაც საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში 10-დან 7 ბავშვი ნაწილობრივ ან სრულად შიმშილობს, როდესაც ყოველი მესამე ბავშვი სკოლაში არასოდეს იკვებება, ამას, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე გავლენა აქვს ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე, ისინი სრულფასოვნად ვერ ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში.

ჩვენ ახლა წალენჯიხაში ვიმყოფებით, სადაც ბატონი გია ხარჩილავას ძალისხმევით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა პირველკლასელისთვის უფასო სასკოლო კვება დანერგა. ეს წალენჯიხის მუნიციპალური ბიუჯეტით ხერხდება. უამრავი მიმართვის მიუხედავად, ცენტრალური ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით, უარს აცხადებს, რომ წალენჯიხას მიეცეს სახსრები იმისთვის, რომ ბავშვთა უფასო კვება მეორეკლასელებისთვის გავრცელდეს. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ხელისუფლების ცვლილებისთანავე, არის მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო სასკოლო კვება დავნერგოთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები