ლეგიტიმური პრეზიდენტის ინსტიტუტი კვლავ დარჩება სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც პირდაპირი წესითაა არჩეული, უმაღლესი მთავარსარდალია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, 14 დეკემბერს პოლიტიკური ცირკი მოეწყობა.
“ხვალ ეწყობა ერთგვარი პოლიტიკური ცირკი, სადაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს ე.წ. თვითმარქვია და არალეგიტიმურ პრეზიდენტს. ლეგიტიმური პრეზიდენტის ინსტიტუტი კვლავ დარჩება სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც პირდაპირი წესითაა არჩეული უმაღლესი მთავარსარდალია და ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ მიტაცებული არ არის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.