გიორგობა დღეს, 21 წლის წინ, ქართველმა ხალხმა, პრეზიდენტი სააკაშვილის ლიდერობით მოიპოვა მომავლის პერსპექტივა, გამოიყვანა ქვეყანა პოსტსაბჭოთა ბნელეთიდან და ვარდების რევოლუციამ გაუხსნა გზა ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი არის მარტო დარჩენილი და ის მარტო იქნება, სანამ არ მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და ეს არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა.
“ხვალ მსვლელობით პარლამენტისკენ წავალთ, რომელიც ისე როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა, ივანიშვილს აქვს მიტაცებული. პარლამენტი, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია არც საქართველოს პრეზიდენტისგან, არც პოლიტიკური პარტიებისგან, რაც მთავარია, არც ქართველი ხალხისგან და არც საქართველოს საერთაშორისო მეგობრებისგან. დიახ, ივანიშვილი არის მარტო დარჩენილი და ის მარტო იქნება, სანამ არ მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და ეს არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, რომელიც ჩვენი ერთიანი ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ და მოვიპოვებთ კიდეც. ძალიან სიმბოლურია ის, რომ ჩვენ დღეს შეკრებილნი ვართ ვარდების რევოლუციის 21 წლის თავის დღეს. გიორგობა დღეს, 21 წლის წინ, ქართველმა ხალხმა, პრეზიდენტი სააკაშვილის ლიდერობით მოიპოვა მომავლის პერსპექტივა, გამოიყვანა ქვეყანა პოსტსაბჭოთა ბნელეთიდან და ვარდების რევოლუციამ გაუხსნა გზა ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.