spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – მე დღეს ყველაზე მეტად დავინახე ის მიშა, რომელიც ქართველ ხალხს უყვარს

10 წელია, ვიცნობ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მე დღეს ყველაზე მეტად დავინახე ის მიშა,  რომელიც ქართველ ხალხს უყვარს. ეს არის მიშა, რომელიც უზომოდ შეყვარებულია საკუთარ ქვეყანაზე, მუდმივად ზრუნავს და ფიქრობს ქვეყნის უკეთეს მომავალზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ რუსთავის  ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა,  სადაც მან პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

 

ბოკუჩავას თქმით, ისაუბრეს გეგმებსა და იმ გამარჯვებაზე,  რომელიც  მოქალაქეების მონაწილეობით რამდენიმე საათში უნდა დადგეს. 

 

“ვისაუბრეთ გეგმებზე, გამარჯვებაზე, რომელიც გარდაუვალია, რომელიც დამაჯერებელი იქნება და დადგება სულ  რამდენიმე საათში. მან ნამდვილად საკუთარი მაგალითით აჩვენა თავგანწირვა და საკუთარი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ  ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ამიტომ მე ვთვლი,  რომ ახლა თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა აჩვენოს თავგანწირვა ჩვენი ქვეყნის უკუთესი მომავლისთვის. ამ საერთო გამარჯვებაში ყველას საკუთარი წვლილი აუცილებლად უნდა ჰქონდეს.  ამ რამდენიმე საათში თითოეული მოქალაქე უნდა მივიდეს ყუთთან და გაგაკეთოს არჩევანი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

 

მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს  შიმშილობას, რაც შეეხება საზღვრის გადმოკვეთის საკითხს,  ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მან ქვეყნის საზღვარი ყველა პროცედურის დაცვით გადმოკვეთა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები