დემოკრატიულ სახელმწიფოებს შეუძლიათ, დასანქცირებელი პირების წრის განსასაზღვრად იხელმძღვანელონ პრეზიდენტი ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლების მიერ შედგენილი სიით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მთავარია, აშშ-მა იმოქმედოს და დაჩქარდეს სანქციები.
“როდესაც აშშ-მა დაასანქცირა ზვიად ხარაზიშვილი, “ხარებად” წოდებული და მისი მოადგილე სწორედ გლობალური მაგნიტსკის აქტის გამოყენებით, ეს იყო გზავნილი, რომ ამას მიყვებიან ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც. მიდის სანქციების აქტიურად განხილვა. ახლა მთავარია, აშშ-მა იმოქმედოს.
დემოკრატიულ სახელმწიფოებს შეუძლიათ, დასანქცირებელი პირების წრის განსასაზღვრად იხელმძღვანელონ პრეზიდენტი ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლების მიერ შედგენილი სიით და ამით, მათ შორის, დააჩქარონ სანქცირების პროცესი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
უკრაინამ საქართველოს რამდენიმე მაღალჩინოსანი დაასანქცირა.