spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – მინდა, ვუთხრა ამ დაქირავებულ მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის არავის ეშინია

გუშინ, ღამის 12-ის ნახევარზე მივიღე ზარი კონკრეტული ნომრიდან. მე ვაპირებ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართო მობილური ქსელების ოპერატორებს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

“გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე მივიღე ზარი კონკრეტული ნომრიდან. ამავე ნომრიდან ათობით ჩემს გარემოცვაში ასევე მიიღეს მუქარის შემცველი ზარი. ამ ადამიანმა იცოდა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომერი, რაც ბუნებრივია, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კონკრეტული დავალებით რეკავენ.

 

მე ვაპირებ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართო მობილური ქსელების ოპერატორებს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს მოუწევთ უმკაცრესი წესით აგონ პასუხი კანონის წინაშე.

 

ახლა მინდა, ვუთხრა ამ დაქირავებულ მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის საქართველოში არავის ეშინია”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები