მიუხედავად ძალადობისა, გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა „ქართული ოცნება“, ივანიშვილის დრო დასრულდა.
“მიუხედავად ძალადობისა, გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა. გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა „ქართული ოცნება“, ივანიშვილის დრო დასრულდა და ეს ვნახეთ ჩვენ იმ ეგზიტპოლებში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა. ქართველმა ხალხმა ამ ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე. ჩვენ ამ ნდობას ვეპყრობით უდიდესი პასუხისმგებლობით, შესაბამისად, უმოკლეს დროში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში. აქვე მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტ ზურაბიშვილის როლს, ძალიან მნიშვნელოვანია „ქართული ქარტია“, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც მიიღო ქართველი ხალხის ნდობა და ხელისუფლების მანდატი, არის ამ ქარტიის ხელმომწერი. დიდი იმედი მაქვს, რომ უმოკლეს დროში, პრეზიდენტის მონაწილეობით შეიქმნება პროცესი „ქართული ქარტიის“ ირგვლივ, იმისთვის, რომ დაკომპლექტდეს მთავრობა და ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზაზე. ოპოზიციამ დიდი უპირატესობით მოიგო და დარწმუნებული ვარ, საარჩევნო შედეგებში ეს სხვაობა უფრო დიდი იქნება და კიდევ უფრო დიდი იქნება ევროპული გამარჯვება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.