spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – მნიშვნელოვანია, რომ აქტივობა იყოს უპრეცედენტოდ მაღალი და შემდეგ პარტიებმა დავიცვათ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი

მკაფიოა ის, რომ ამ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი მარცხდება. მნიშვნელოვანია, რომ აქტივობა იყოს უპრეცედენტოდ მაღალი და შემდეგ პარტიებმა დავიცვათ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. ის, რომ ეს ევროპული არჩევანი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი არჩევნებია, სადაც სრულად პროპორციული სისტემაა.

“დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ დარჩენილი 10 დღე გამოვიყენოთ იმისათვის, რომ იყოს ეროვნული მობილიზაცია, რომ საქართველოს არცერთმა მოქალაქემ არ დათმოს აიდი ბარათი არაფრის ფასად, რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩეს სახლში. მთავარია, რომ ადამიანები მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი. რა იქნება არჩევანი, ეს ცხადია. ყოველდღე ვხედავ ყველგან, სადაც ჩავდივართ, რომ ძალიან მკაფიოა ის, რომ ამ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი მარცხდება. მნიშვნელოვანია, რომ აქტივობა იყოს უპრეცედენტოდ მაღალი და შემდეგ პარტიებმა დავიცვათ ქართველი ხალხის  ევროპული არჩევანი. ის, რომ ეს ევროპული არჩევანი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ.

ეს არის პირველი არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, სადაც ჩვენ გვაქვს  სრულად პროპორციული სისტემა. აღარ არსებობენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომელიც ხელისუფლებას ძალიან მნიშვნელოვან ფორას აძლევდა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, მათ შორის, წინა არჩევნებზე ძალიან დიდი უპირატესობა სწორედ მაჟორიტარების გამოყენებით მოიპოვა. ახლა ამგვარი ფორა ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს, შესაბამისად, მას სჭირდება პროპორციულად იმგვარი საარჩევნო შედეგის მოპოვება, რომლითაც ის დამოუკიდებლად შეძლებდა მთავრობის ფორმირებას, მაგრამ ამგვარი შედეგის მოპოვება, თეორიულად, შეუძლებელია”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები