spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – მოძალადის აღზევება – ეს შემიძლია ვთქვა შალვა პაპუაშვილის დაწინაურებაზე

მოძალადის აღზევება – ეს შემიძლია ვთქვა შალვა პაპუაშვილის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაწინაურებაზე – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ მმართველი პარტიის საკადრო გადაწყვეტილებების კომენტირებისას  განუცხადა. 

 

მისი თქმით,  “ქართული ოცნების” მიერ გაცხადებული საკადრო ცვლილებები მის ღირებულებებზე მეტყველებს.  

 

“მოძალადის აღზევება – ეს შემიძლია ვთქვა შალვა პაპუაშვილის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაწინაურებაზე, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს “ქართული ოცნების”  ფასეულობებზე.  ძალიან რთულად წარმომიდგებია მისი თავმჯდომარეობით წარმართული პარლამენტის მუშაობა. პარლამენტის თავმჯდომარე ზეპარტიული უნდა იყოს, რასაც მოძალადე პაპუაშვილის ვერასდროს მოახერებს, არც ექნება ამის მცდელობა და სურვილი”, – განაცხადა ბოკუჩავა.   

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს,  “ქართული ოცნების” პოლიტიკა უფრო ხისტი და არასახელმწიფოებრივი გახდება. 

 

“საკადრო გადაწყვეტილებებს რომ პირადად ივანიშვილი იღებს,  ამაში ეჭვი ალბათ,  არავის ეპარება.  ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან ეკა ტიკარაძის ჩამოშორების ერთ-ერთი მიზეზი, რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია,  პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხი იყო.   კახა კუჭავა, კი ვიტყოდი, რომ “ქართულ ოცნებაში” ერთადერთი ნათელი წერტილია საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომელიც ასევე მოიშორეს.  მისი პაპუაშვილით ჩანაცვლება არის სიგნალი და ნიშანი “ქართული ოცნების” მხრიდან  ხისტი და არასახელმწიფოებრივის პოლიტიკის გაძლიერების”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილი ჩაანაცვლებს. 

 

18 ივლისს “ქართული ოცნების” დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა. ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს აპროტესტებდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები