spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – მოგიწოდებთ, ახლა, როდესაც უამრავი ახალგაზრდაა ნაცემი, შეაჩეროთ ამ კანონპროექტის განხილვა

შეგიძლიათ თუ არა, რომ ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დროებით მაინც, მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეჩერება? იმიტომ რომ წარმოუდგენელია ეს ძალადობა, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის სახელწოდებაც კი ემთხვევა რუსულს.

 

“მე-5 მუხლი არა მხოლოდ შინაარსით, არამედ სათაურითაც კი ერთი ერთში ემთხვევა კრემლის დედანი თქვენს რუსულ კანონს. ძალიან მაინტერესებს, ამ დამთხვევას როგორ ხსნით, ბატონო ანრი? ახლაც იკითხავთ ნეტავ, ამ კანონის რომელი მუხლია რუსული? მეხუთე მუხლია რუსული, რადგან კრემლის კანონის მსგავსად მიზნად ისახავს კონკრეტული ადამიანების აგენტებად, ჯაშუშებად, მოღალატეებად საჯაროდ შერაცხვას. სწორედ ასეთი უცხო ქვეყნის აგენტების რეესტრი შექმნა პუტინმა, სწორედ ასეთი რეესტრი შექმნა კრემლმა.

 

შარშან, როდესაც გაიწვიეთ ეს კანონი, თქვენ ამბობდით, რომ ერთი ახალგაზრდის თმის ღერად არ გიღირდათ არც ერთი კანონის მიღება. მოგიწოდებთ, ახლა, როდესაც უამრავი ახალგაზრდაა ნაცემი, შეაჩეროთ ამ კანონპროექტის განხილვა.  

 

შეგიძლიათ თუ არა, რომ ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დროებით მაინც მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეჩერება? იმიტომ რომ წარმოუდგენელია ეს ძალადობა, წარმოუდგენელია ის, რომ ახალგაზრდებს ყოველდღიურად სცემთ, იჭერთ მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი იცავენ საკუთარ ევროპულ მომავალს. გთხოვთ, მოგიწოდებთ, გააჩერეთ ამ კანონპროექტის განხილვა”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები