spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – მოგვიწოდეს, რომ არასდროს დავნებდეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ დანებდება

ევროპელი ლიდერები თავად ჩამოვიდნენ საქართველოში, ქართველი ხალხის და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად და თავად მიმართეს ქართველ ხალხს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი არ დანებდება და სიმტკიცით, ერთიანობით დაიბრუნებს იმას, რაც ივანიშვილმა წაართვა.

“ევროპელი ლიდერები თავად ჩამოვიდნენ საქართველოში, ქართველი ხალხის და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად და თავად მიმართეს ქართველ ხალხს. მათ თქვეს, რომ ევროპის გული თბილისში ძგერს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და მოგვიწოდეს, რომ არასდროს დავნებდეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ დანებდება და ჩვენ ჩვენი სიმტკიცით, ერთიანობით დავიბრუნებთ იმას, რაც ივანიშვილმა წაგვართვა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები 11 ნოემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები