spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – მოსამართლედ წოდებული ივერი აბაშიძე არის გაყალბების სპეცოპერაციის თანამონაწილე

მოსამართლედ წოდებული ივერი აბაშიძე არის გაყალბების სპეცოპერაციის თანამონაწილე დღეს, რომელიც უარს აცხადებს ყველა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების არსებული დარღვევები საკმარისია იმისათვის, რომ არჩევნები ბათილად ჩაითვალოს.

“მოსამართლედ წოდებული ივერი აბაშიძე არის გაყალბების სპეცოპერაციის თანამონაწილე დღეს, რომელიც უარს აცხადებს ყველა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ექსპერიმენტი ითვალისწინებდა ყველა მასალის გამოთხოვას, იქნებ ეს ბიულეტენი, მარკერი, ვერიფიკაციის აპარატი, თუ ხმის მიცემის აპარატი, სადაც რიგითი ამომრჩეველი წარდგებოდა სასამართლოს წინაშე და რომ რეალურად, ელექტრონული ხმის მიცემის დროს დარღვეული იყო ფარულობის პრინციპი, რაც ასევე ავტომატურად ნიშნავს თავისუფალი ნების გამოხატვის პრინციპის დარღვევას. ორივე არის კონსტიტუციური პრინციპი და შესაბამისად, ეს არის საფუძველი არჩევნების გაუქმების”,  – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები