spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – მოთხოვნები აუცილებლად იქნება ასახული იმ რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს

მოთხოვნები აუცილებლად იქნება ასახული იმ რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი ორ დღეში მიიღებს სტრასბურგში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციაზე მუშაობა რამდენიმე კვირაა დაწყებულია.

“რამდენიმე კვირის წინ დაიწყო რეზოლუციაზე მუშაობა, რაშიც ჩვენც ვიყავით ჩართული კომუნიკაციის და ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით.

დარწმუნებული ვარ, რომ ის მნიშვნელოვანი მოთხოვნები, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს, მომიტინგეებს, პოლიტიკურ პატიმრებს – ყველას, ვისაც ცვლილებები უნდა ამ ქვეყანაში, აუცილებლად იქნება ასახული იმ რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი ორ დღეში მიიღებს სტრასბურგში”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ევროპარლამენტი 13 თებერვალს სტრასბურგში დაგეგმილ სესიაზე საქართველოში პოლიტიკური ვითარების შესახებ რეზოლუციას მიიღებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები