spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დროულად გააგზავნოს ოფიციალური მოწვევა ოდირის სახელზე

“ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მიმართოს.

 

“ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ოდირის მიმართ მოწვევის გაგზავნა არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულება. სწორედ ამ მოწვევის საფუძველზე ხდება მთავარი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფორმირება და გამოგზავნა საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, თუმცა ხელისუფლება დუმს და ეუთო/ოდირის მიმართ ამ დრომდე მოწვევა არ არის გაგზავნილი მაშინ, როდესაც ყველას ძალიან კარგად გვესმის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ ამ წლის ოქტომბერში საქართველოს ელოდება გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები, სადაც წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი. ხელისუფლების ამ მრავლისმეტყველ დუმილს თან ახლავს მუდმივი თავდასხმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე. როგორიც არის, მათ შორის USAID, რომელიც ასევე ტრადიციულად აგზავნის მსხვილ და მნიშვნელოვან სადამკვირვებლო მისიას საქართველოში.

 

ამ ფონზე, როგორც მთავარმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ, აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ მიგვემართა ეუთო/ოდირისთვის და თხოვნით, რომ მათ გამოაგზავნონ როგორც გრძელვადიანი, ისევე როგორც მოკლევადიანი დამკვირვებლები დროულად საქართველოში ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე დასაკვირვებლად, რომელსაც აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი ხელისუფლების ცვლილებას.

 

მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დროულად გააგზავნოს ოფიციალური მოწვევა ოდირის სახელზე.

 

ვხედავთ, რომ ივანიშვილის ერთადერთი მიზანი არის ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დატოვებს ქართველ ხალხს რუსული რეჟიმის პირისპირ და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში აუცილებლად გახდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების საფუძველი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები