მთავარი, ბუნებრივია, დამოკიდებულია ჩვენზე, ხალხზე, მათ შორის, პოლიტიკოსებზე იმისთვის, რომ ბრძოლით, შეუპოვრობით დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რომელიც ხალხმა მოიპოვა 26 ოქტომბერს, რომლის წართმევასაც ცდილობს ივანიშვილი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა არის ქართველი ხალხის გვერდით.
“26 ოქტომბრის არჩევნების ტოტალური გაყალბების შედეგად, ვხედავთ, რომ ამ არჩევნებს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მაგრამ მთავარი, ბუნებრივია, დამოკიდებულია ჩვენზე, ხალხზე, მათ შორის, პოლიტიკოსებზე იმისთვის, რომ ბრძოლით, შეუპოვრობით დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რომელიც ხალხმა მოიპოვა 26 ოქტომბერს, რომლის წართმევასაც ცდილობს ივანიშვილი, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა არის ქართველი ხალხის გვერდით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.