spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ნიკა მელია გამარჯვებას აპირებს

“ქართული ოცნება” არის სრულიად დემორალიზებული, სრულიად ჩამოშლილი, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი თინა ბოკუჩავა.  

 

მისი თქმით, ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს 2 ოქტომბრის არჩევნებში და ყველა მოქალაქეებს მოუწოდებს გახდნენ ამ გამარჯვების მონაწილეები. 

 

“მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ გახდეს ამ დამაჯერებელი გამარჯვების ნაწილი და აუცილებლად წავიდეს ხვალინდელ არჩევნებზე. პრაქტიკულად, ყოველ საათში ერთხელ გვაწვდიან ინფორმაციას ჩვენი რაიონული ორგანიზაციები იმასთან დაკავშირებით,  რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები მასიურად ტოვებენ “ქართული ოცნების” შტაბებს, ქართული ოცნება არის სრულიას დემორალიზებული, ჩამოშლილი და ამაზე მეტყველებს მათ შორის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები. 

 

სალომე ზურაბიშვილიც  კი ემიჯნება ღარიბაშვილი-კობახიძის ისტერიას და აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებს სხვა ტიპის პასუხები უნდა ჰქონდეთ, მაგრამ სახელმწიფო  უწყებები ვეღარ ფუნქციონირებენ , რადგან ის ჩამოშალა ივანიშვილის რეჟიმმა”, – აცხადებს ბოკუჩავა.

 

რაც შეეხება ნიკა მელიას, მისი თქმით, დეზინფორმაციაა ნიკა მელიას მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. 

 

“ერთადერთი უსუსური გზავნილი, რაც ახლა აქვთ “ქართული ოცნების” პროპაგანდისტურს არხებს, არის ის, რომ  თურმე ნიკა მელია კანდიდატურის მოხხსნა აპირებს. მე გეტყვით, რას აპირებს ნიკა მელია. ნიკა მელია გამარჯვებას აპირებს!”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები