spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – პარლამენტის შენობასთან განვლაგდებით, სადაც ვიქნებით მთელი ღამე

პარლამენტის შენობასთან განვლაგდებით, სადაც ვიქნებით მთელი ღამე, რათა პირველ სხდომაზე, როცა ივანიშვილი თავის პოლიტიკურ დაჯგუფებასთან ერთად შეიკრიბება, გარეთ ხალხი იყოს და გამოხატოს ნება, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა ქვეყანა იზოლაციაში მოახვედრა, საიდანაც გამოსავალი ახალი არჩევნებია.

“ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომასაც არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია.

ამგვარ იზოლაციაში მოიხვედრა თავი ივანიშვილმა. იზოლაციიდან გამოსვლის ერთადერთი შესაძლებლობა არის ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე განვლაგდებით, სადაც ვიქნებით მთელი ღამე, რათა პირველ სხდომაზე, როცა ივანიშვილი თავის პოლიტიკურ დაჯგუფებასთან ერთად შეიკრიბება, გარეთ ხალხი იყოს და გამოხატოს ნება, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები