ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა – ეს არის ორი საკითხი, რომლებზეც არის სრული პოლიტიკური კონსოლიდაცია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ამ საკითხებშია.
“ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა – ეს არის ორი საკითხი, რომლებზეც არის სრული პოლიტიკური კონსოლიდაცია. ეს არის ის საკითხები, რომლებზეც მიდის ძალიან აქტიური მუშაობა პრეზიდენტის, სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციური პარტიის თუ კოალიციის ჩართულობით. გვესმის, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ეს არის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს ოპოზიციური პარტიები სასახლეში შეხვდებიან.