spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, საზოგადოებას გასცეს კითხვებზე პასუხები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველ ივნისამდე პარლამენტში მივიდეს და არსებულ კითხვებს პასუხები გასცეს. 

 

როგორც ფრაქციის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  საზოგადოებას ხელისუფლებასთან კითხვები აქვს რუსეთთან სავარაუდო ფარულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.  

 

“ამ ვითარებაში არის ძალიან მწვავე კითხვები საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან; იყო ეს ერთი პიროვნება თუ პირთა წრე და საზოგადოებამ უნდა იცოდეს კონკრეტული სახელები და გვარები ამ ადამიანების, რომლებიც მალულად და მოღალატეობრივად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან; რა მიიღო რუსულმა ოცნებამ სანაცვლოდ, რა დათმო ხელისუფლებამ; რა იყო სხვა საკითხები, რომლებიც განიხილებოდა აღნიშნულ ფარულ მოლაპარაკებებზე, მაგალითად, განიხილებოდა თუ არა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა ან საზღვაო მიმოსვლის აღდგენა, რაც ვიცით, რომ ასევე ხორციელდება საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად.

 

ესაა ყველაზე მწვავე კითხვები, რომლებიც ახლა დგას დღის წესრიგში და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ფორმალურად ასრულებს ამ მოვალეობას, ვალდებულია მოვიდეს პარლამენტში და საზოგადოებას გასცეს კითხვებზე პასუხები. მას ამის ვალდებულება გააჩნია კანონით, რომ პირველ ივნისამდე მოვიდეს პარლამენტში და წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს მყისიერად, უმოკლეს ვადებში, რაც მთავარია ეს ანგარიში წარმოადგენდეს ინფორმაციას იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენ დავსვით”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები