spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა

პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა “რუსული კანონის” და რუსეთის ინტერესების გამტარი ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და “ერთიანობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ბათუმში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა და ახლა ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოზეა.

“ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა “რუსული კანონის” და რუსეთის ინტერესების გამტარი ხელისუფლების წინააღმდეგ. ქართველმა ახალგაზრდებმა წარმოუდგენელი საპროტესტო ტალღით გააერთიანეს ყველა თაობა, მსოფლიოს გააგონეს ქართველი ხალხის ხმა. არა “რუსულ კანონს”, კი ევროპას! ახლა ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოზეა, რადგან თითოეულ მოსამართლეს აქვს არჩევანი დადგეს ან ქართველი ხალხის გვერდით, ან დადგეს ივანიშვილის გვერდით, ან დადგეს საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად ქართველ ხალხთან, ან ჩაყვეს ივანიშვილს იმ იზოლაციაში, იმ სიღატაკეში, რასაც თავს ახვევს ქვეყანას 12 წლის მანძილზე.

ის დიდი აღმშენებლობა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოიტანა, მოიტანა სწორედ ერთიანობით, ვარდების რევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო სწორედ ერთიანობა, რამაც მოიტანა დიდი რეფორმები, აღმშენებლობა და ბათუმი არის ამის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, ამიტომ, პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.

მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხის არჩევანი იქნება ევროპული კეთილდღეობისთვის, როდესაც ჩვენ უარს ვეტყვით სიღატაკეს იზოლაციაში, მე მჯერა, რომ ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვებთ, რადგან ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია.

ეს არის ქართველი ხალხის ხმა, რომელიც ამბობს – არა რუსულ კანონს, კი ევროპას! ერთიანობით ჩვენ მოვიტანთ ევროპულ კეთილდღეობას, ევროპულ ხელფასებს, ევროპულ პენსიებს, ევროპულ განათლებას, ევროპულ ჯანდაცვას.

26 ოქტომბერი არის ბოლო შანსი მოვიპოვოთ ევროპული კეთილდღეობა და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, 26 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები