spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თინა ბოკუჩავა – პრეზიდენტის ამგვარი მხარდაჭერა მაძლიერებს მეც და მთელ პარტიას

მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს ნდობისთვის. პრეზიდენტის ამგვარი მხარდაჭერა მაძლიერებს მეც და მთელ პარტიას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს, როგორც არასდროს, ერთიანობის და კონსოლიდაციის და ამავდროულად, საქმის კეთების და განახლების დროა.

სრულიად გასაგებია, რატომ ხდება „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ივანიშვილის სამიზნე, რადგან სწორედ ჩვენი პარტია, სწორედ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რიგითი წევრი და მხარდამჭერი არის ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფრონტი და ფლაგმანი. ასე იქნება საბოლოო გამარჯვებამდე“, – წერს ბოკუჩავა.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: “ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში,  ძალიან უნდა “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ჩამოცილება. მოვუწოდებ პარტიის ყველა წევრს, არ აჰყვნენ ქოცურ მაქინაციებს“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები