spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თინა ბოკუჩავა გაყალბებული არჩევნების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

“არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას სჭირდება სერიოზული გამოძიება, რაც ბუნებრივია, არ გულისხმობს პროკურატურის მხრიდან პრეზიდენტი ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებას, ან თინა ბოკუჩავას პროკურატურაში დაბარებას, რაც სხვათა შორის დღეს შემატყობინეს, რომ თურმე მეც დაბარებული ვარ პროკურატურაში. სერიოზული გამოძიება ამ მასკარადის მოწყობას კი არ გულისხმობს, სერიოზული გამოძიება გულისხმობს საერთაშორისო აქტორების ჩართვას საგამოძიებო პროცესში, სადაც პროკურატურა კი არ მიითვისებს ხმის მიცემის და ვერიფიკაციის აპარატებს, არამედ რეალური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ “ტვ პირველის” ეთერში.

ამ დროისთვის უცნობია, მივა ბოკუჩავა პროკურატურაში, თუ მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვას მოითხოვს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები