spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ გიგის კანდიდატურას

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ფოთის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით პარტიისგან შეთავაზება მართლაც მიიღო, თუმცა უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ამ ქალაქთან შესაბამისი ბმა არ აქვს.

 

თინა ბოკუჩავას განცხადებით, გიგი უგულავას კანდიდატურას მხარს უჭერს.

 

“სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვაპირებდი აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას, მაგრამ ვხედავ, რომ ჟურნალისტური ინტერესი ძალიან მაღალია. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ დიახ, ნამდვილად, პარტიისგან იყო ეს შემოთავაზება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მე ამ ისტორიულ ქალაქთან არ მაქვს შესაბამისი ბმა, ჩავთვალე, რომ ჩემი მხრიდან გონივრული და მიზანშეწონილი არ იქნებოდა, დავთანხმებულიყავი ამ შემოთავაზებას. ეს არის ამ გადაწყვეტილების მთელი ანატომია. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ გიგის კანდიდატურას. ვაპირებ, რომ სხვადასხვა ფორმით მონაწილეობა მივიღო კამპანიაში, იქნება ეს ფოთში, ზუგდიდში, თბილისში, თუ ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც ნამდვილად წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, თითოეულმა ჩვენთაგანმა, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ ბრძოლაში“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები