spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – როდესაც რეჟიმი არის პოლიტიკურად დაყრუებული, ადამიანებს უწევთ თავგანწირვაზე წასვლა

შიმშილობის გადაწყვეტილება ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, ამაზე არ შეიძლება აღფრთოვანებით ისაუბრო – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ  მასობრივი შიმშილობის აქციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 

 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად მიიღო, მათ შორის ნიკა მელიამ.  

 

“შიმშილობის გადაწყვეტილება ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, ამაზე არ შეიძლება აღფრთოვანებით ისაუბრო, მაგრამ ეს მეტყველებს სწორედ რეჟიმის სიმძიმეზე. როდესაც რეჟიმი არის პოლიტიკურად დაყრუებული,  ადამიანებს უწევთ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება და თავგანწირვაზე წასვლა. საუბარია ასეულობით ადამიანზე, რომ ხმა მიაწვდინონ რეჟიმს… რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად მიიღო, მათ შორის ნიკა მელიამ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

 

“ნაციონაური მოძრაობის”  ოფისის მიმდებარედ,  სპეციალურად მოწყობის კარვებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები